აქ ხარ ღმერთო?

შუაღამეა.

აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, თაკო.

იცი, ხანდახან ადამიანები იმედს გიჩენენ.

იმისას, რომ კარგი გოგო ხარ. რომ რაღაც გამოგდის. რომ შეიძლება ძალიან ბევრს თუ არა, ზოგიერთს მაინც ჭირდები, ვიღაცას გამოადგები.

შენს გულში იბადება იმედი. ებღაუჭები მას. თან ყველაფერი გაშინებს: დაუსრულებელი მოლოდინი, გაურკვევლობის ზიზღი, შიში, რომ არ მოგეწონება რაც გაირკვევა. ისედაც ამდენი შიში ყელყელაობს, აღარ გინდა ახალი იმედგაცრუებები. ყოველი ახალის შემდეგ ხომ უფრო რთულია ნდობა. ახალი ნაბიჯის გადადგმა. კიდევ ერთხელ მონდომება, კიდევ ერთხელ გაბედვა.

არადა ერთი ღიმილი, რამდენიმე თბილი სიტყვა და იმედი ისევ სახლდება.

მერე კიდევ, არავინ არაფერს გიხსნის. არ ამბობს მაინც რატომ არ ხარ საჭირო, თუკი ცოტა ხნის წინ შენ სწორედაც პირიქით გეგონა.

აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ, თაკო. მითხარი, რას ვაკეთებ ცუდად, რა გამოვასწორო?

This entry was posted in უჟმურობის ხანა. Bookmark the permalink.

2 Responses to აქ ხარ ღმერთო?

  1. რა ჩემთვის ნაცნობი განცდების შემცველი წერილია… სულ ეგ კითხვა მიტრიალებს თავში : რას ვაკეთებ ცუდად, რა გამოვასწორო?… და პასუხი არსადან ისმის, მე კი არ მყოფნის გამბედაობა რომ თავად ვუპასუხო…

    პ.ს. ჩამოვუვლი ახლა აქაურობას, რამდენი რამ გამომრჩენია… თუმცა ასე ერთად რომ ვკითხულობ მერე მგონია რომ ერთად ვზივართ პატარა სამზარეულოს მაგიდასთან და ჭიქა ყავის ფონზე ვჭორაობ მასთან, ვის ნააზრევსაც ვკითხულობ ხოლმე…

    Liked by 1 person

დატოვე კომენტარი