over you

წრეზე ვტრიალებ: აიელტისის გამოცდამდე წიგნებს ვერ წავიკითხავ. წიგნებს რომ ვერ ვკითხულობ და სადმეც ვერ გავდივარ, ისეთი შეგრძნება მაქვს რომ ყელში მიჭერენ და სამეცადინოდ საჭირო  ძალა არ მაქვს.

ძველ ფოტოებს გადავხედე. ფბ-ში ორი ალბომი დამალული მაქვს და მარტო მე ვხედავ. ძალიან დამწყდა გული. იმიტომ რომ ის ალბომი რა პერიოდსაც აღწერს, იმ დროს ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან, ძალიან ბედნიერი. და აღმოჩნდა რომ ის რაც მაშინ მეგონა გამაბედნიერებდა, ახლა მაქვს და ბედნიერებასთან ახლოსაც არ ვარ. იმან, რაც მაშინ მეგონა მჭირდებოდა, თურმე დამოუკიდებლობა შეიძლება მოგიტანოს. მაგრამ მასთან ერთად უამრავი პასუხისმგებლობაც და თუ დამოუკიდებლობა უფრო მეტად უარყოფითი კუთხით იჩენს თავს ვიდრე დადებითად, ისევ გირჩევნია ის დრო დაგიბრუნდეს, როცა ნამდვილად ბედნიერი იყავი და თუნდაც ნაკლებად დამოუკიდებელი.

ადამიანები იმას აკეთებენ რაც უნდათ. ვერავინ ვერავის აიძულებს მისი სურვილის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს. თუ ადამიანი სხვასთანაა, ესეიგი მასთან ყოფნა უნდა. თუ შენთან არაა, არ უნდა და მორჩა. სისულელეა დეტალებში შესვლა. მარტივია. მე კიდევ მეტირება ამ რეალობის აღიარების დროს. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც იმ ბედნიერი დროებიდან უნდა შემომრჩენოდნენ გაქრენ. გაქრა ადგილებიც და მომიწია გამექრო მოგონებებიც.

რა სისასტიკეა.

ART-ხელოვნება

მეგობრების მიმართ გაუცხოება გიგრძვნიათ? ოდესმე გაგიაზრებიათ რომ ადამიანები, ერთ დროს ახლობლები, ბავშვობის მეგობრები ისეთები აღარ არიან, როგორიც შეგიყვარდათ, როგორსაც დაუმეგობრდით? ადამიანი, ვინც მეჯვარე უნდა ყოფილიყო, ახლა თუ  გაღიზიანებთ, გამბედაობას მოიკრებდით და სიმართლეს ეტყოდით?

 ურთიერთობებს ტყუილი უფრო აწებებს ვიდრე სიმართლე.

დღეს მეგობრებმა “არტ-ხელოვნება” ვნახეთ. მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლია. 2 საათნახევრის განმავლობაში სულ სამი მსახიობი თამაშობს, არც მუსიკა აფორმებს და არც დეკორაციები. მაინც არ იღლები, ძალიან ბევრს იცინი და თან ფიქრობ, ახლა რომელი მეგობარი გაგახსენა პერსონაჟმა.

ბოლო პერიოდში უამრავი, უამრავი მეგობარი დავკარგე. ზოგის წასვლა მტკივნეული იყო, ზოგის ნაკლებად. როგორც არ უნდა გეტკინოს, ისევ წასვლა ჯობს იმას, რასაც ვითომ სამი მეგობარი ერთმანეთს უკეთებს სპექტაკლში. სულ წვრილ-წვრილად გადმოულაგებენ რა აღიზიანებდათ ბავშვობიდან დღემდე ერთმანეთში. როგორ არ მოსწონთ ერთმანეთის ცოლები, ანდა მიაჩნიათ რომ “ფერი-ფერსა” არიან. ერთი გმირი-ვანიჩკა, თავის მონოლოგებით სულაც მე ვიყავი: გოგო, რომელიც ისტერიკის დროს ამოსუნთქვის გარეშე ვლაპარაკობ. გოგო, რომელიც საკუთარ ისტორიებს სიცილით ყვება და სისულელეებზე სხვებს აცინებს.

“მეგობრებს დიდხანს არ უნდა დაშორდე, თორემ მათ ვეღარ იცნობ”. გვერდით მყოფი მეგობარიც შეიძლება ვეღარ იცნო. რომ იტყვიან, თვალსა და ხელს შუა იცვლებიან ადამიანები. და შენ ვეღარ ხვდები, მეგობარი რომელიც შენ გიყვარდა და ადამიანი, რომელიც ახლა სხვადასხვა რამეს აკეთებს, ერთი და იგივე როგორაა. როგორ შეეძლო იმ კაცს, ბავშვობიდან ერთად რომ მოდიხართ, თეთრი, სრულიად თეთრი ტილო ეყიდა და იმ ნაგავში, როგორც შენ ფიქრობ 6 000 ლარი გადაეხადა. ის კიდევ ფიქრობს, ფიქრობს და ვერ გაუგია, შენ რატომ არ შეგიძლია დაუშვა, რომ ეს თეთრი ტილო, თეთრი ხაზებით მას შეიძლება მართლა მოწონდეს.

ინტერესები იცვლება და ადამიანები ერთმანეთს ვეღარ უგებენ. არაფერია, მთავარია დროულად შეძლო აღიარება და ერთმანეთს გულის ტკენამდე დაშორდეთ.

მკვდარი ჩიტი და მოტეხილი ფრთა

ბავშვობაში ერთი ფრაზა წავიკითხე და ძალიან მომწონდა. მეორე ნახევარზე იყო და ადამიანზე, რომელიც სულ დაგელოდება. იმდენხანს რომ შენ ყოველთვის შეგეძლება მიხვიდე და კარზე დაუკაკუნო. ის კიდევ, თუ ნამდვილად უყვარხარ, უბრალოდ გკითხავს, მოხვედი? და შენც ეტყვი, მოვედი.

ვფიქრობდი რა კარგია, რამხელა ფუფუნებაა არსებობდეს ადამიანი, ვისთანაც ყოველთვის მიგესვლება. 100 წლის მერეც, ქარტეხილების მერეც. მიხვალ და სიმშვიდეს იგრძნობ. და არასდროს მიფიქრია რა სისასტიკეა იმ ადამიანის მიმართ, იჯდეს და გელოდებოდეს ქვეყანას როდის გადაივლი, ქარის წისქვილებს როდის შეებრძოლები, ბედნიერებისგან თუ თავგადასავლებისგან როდის დაიღლები და გაგახსენდება, რომ სადღაც ნავსაყუდელივით მშვიდი ადგილი არსებობს და შენ იქ ღუზის ჩაშვება შეგიძლია, თუნდაც დროებით.

ჰოდა ბოლო პერიოდში მივხვდი, რომ ის რაც ერთი ადამიანისთვის შვების მომგვრელი იმედია, მეორეს ძალიან ტანჯავს და ძალიან არ მინდა ვიყო ადამიანი, ვინც დარჩება სახლში და დაელოდება 100 წლის მერე როგორ მოვა მეგობარი, შეყვარებული, ძვირფასი ადამიანი, ეტყვის მოვედი და დაელოდება გულში როგორ ჩაიკრავ.

დამსხვრეულს ვერ გაამთელებ.

 

Advertisements
This entry was posted in თამაღი. Bookmark the permalink.

6 Responses to over you

  1. oleanderi ამბობს:

    ისე მე ყოველთვის აღფრთოვანებას მგვრიდა ის, თუ როგორ იცვლება ცხოვრება, ურთიერთობები, მეგობრები. წარმოიდგინე, ერთ დღეს გყავს დასაყრდენი და მეორე დღეს აღმოაჩენ, რომ ეგ ადასაყრდენი არ გჭირდებოდა, ან ის აღმოაჩენს, რომ არ სჭირდები და უნდა განაგრძო უმისოდ ცხოვრება. საოცრებაა. ნამდვილად სჯობია ჩამოიცილო ის მეგობარი, რომელიც ვეღარ გიწევს მეგობრობას ან საერთოდ აღარ გაქვთ არაფერი საერთო 🙂

    Like

    • tamagii ამბობს:

      საინტერესო არის, მაგრამ აღმაფრთოვანებელი ვერ, ჩემთვის.
      თან, ეგ აღმოჩენები ორივე მხარეს ერთდროულად თუ აქვს, კარგია. მაგრამ ერთისთვის ისევ მნიშვნელოვანი თუა და მეორესთვის სულ ერთი, არც მარტივია და აღარც საინტერესო

      Like

  2. finiki ამბობს:

    იცვლებიან მეგობრები და ვიცვლებიც ჩვენც, რომელი უფრო დიდი დოზით ამას ვერასოდეს ვიგებთ. ჩემი მეგობრების უმეტესობა ბავშვობიდან (სკოლიდან) მომყვება და დაახლოებით 20 წელია რაც ვმეგობრობთ. ისე შევიცვალეთ, ძველ რაღაცებს რომ ვიხსენებთ ვერ ვიჯერებთ რომ ჩვენ ვიყავით, მაგრამ აბსოლუტურად სხვა ენაზე საუბარს სანამ არ დავიწყებთ, დამოკიდებულებები არ იცვლება. მეგობრებთან გარდა არსებული საერთოებისა გვაკავშირებს ის ყველაფერი რაც ერთად გამოვიარეთ და ეს იმდენად დიდი ღირებულების მქონე მომენტია, ცვლილებებს ვერ წონის ხოლმე.

    Like

    • tamagii ამბობს:

      რაც უფრო მეტი სიხარული ან დარდი გაქვს გაზიარებული სხვისი ცხოვრების, უფრო მარტივია სიახლოვე შეინარჩუნო.
      მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები სამ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობთ
      და იმდენად იშვიათად ვახერხებთ ერთმანეთის ნახვას, იმდენად განსხვავებულია ჩვენი ცხოვრების სტილი, რაც გვაძლებინებს მარტო დიდი სიყვარულია და იმ წლებისადმი პატივისცემა.
      მაგრამ არიან მეგობრები, გვერდით მყავდნენ და მართლა სხვადასხვა ენაზე დავიწყეთ საუბარი. ამიტომაც გამოვიდა რომ ერთმანეთის ცხოვრებაში ჩვენ-ჩვენი ადგილი დავკარგეთ.

      Like

  3. salomeaa ამბობს:

    დამსხვრეული არ უნდა გაამთელო. უფრო მტკივნეულია. იმედგაცრუების გემო სიცოცხლეს გაგიმწარებს.

    Like

    • tamagii ამბობს:

      უმოქმედობის შეგრძნებაც მტანჯველია. “ნეტავ” და ” რა იქნებოდა სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი” ფიქრი ბევრ დროს გაკარგვინებს. მაგრამ ერთ დღესაც ხვდები რომ გაჩერება და მცდელობების შეწყვეტა უფრო სწორია. და მერე მაინც იმედგაცრუების მწარე გემომდე მიდიხარ

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s