2017. ბოლო

მარი შემოდის ყოველ დღე სამსახურში და კითხულობს- აბა, მოვიდა საახალწლო განწყობა? საახალწლო განწყობა არ მოდის. ვერც კი ვგრძნობ 3 დღეში სულ სხვა წელი რომ დაიწყება. მეტიც, დღეს ჩემი ერთი მუდმივად ბედნიერი თანამშრომლის შემშურდა და მივხვდი რომ საზღვარი გადავკვეთე.

საღამოს სოფოსთან ერთად დედაენის ბაღში გავისეირნე. შედარებით პატარა რომ ვიყავი ერთი გოგოს ბლოგზე მისი მოგზაურობის ამბები წავიკითხე. აღფრთოვანებული წერდა ქალაქზე სადაც ქუჩაში შეგიძლია მიირთვა იქვე შემწვარი სოსისი და წაბლი. სიტყვებს მაგიური ძალა აქვთ- იმ დღიდან ყველაზე გემრიელად ქუჩაში შემწვარი წაბლი და სოსისი მეჩვენებოდა.

დედაენის ბაღი მართლა ლამაზია. გვერდებზე პატარა ჯიხურებია ჩამწკრივებული, ხეები ნათურებით მორთული, ბაღის შუაგულში ბავშვებისთვის ფილმს აჩვენებენ. პლედი, ცხელი შოკოლადი და ჩვენება ღია ცის ქვეშ. ყველაფერი ისე ჟღერს, როგორც ფილმებში. ისეა, როგორც ახალი წლის წინ უნდა იყოს.

 ჩვენში დარჩეს და  ქუჩაში შემწვარი წაბლი ისეთივეა, როგორიც სახლში. გლინტვეინი კიდევ, გოგამ ბევრად გემრიელი გააკეთა ბაკურიანში.  2018ში უსიხარულო და რთული დღეები თუ გამიმრავლდება,  გავიხსენებ მთელი დღის ლოდინის შემდეგ როგორ გათოვდა ბაკურიანში, ღამის ორ საათზე როგორ შევიფუთეთ და თოვლიან გზას გავუყევით, გავიხსენებ როგორ დავდიოდით მე და სოფო დღეს აღფრთოვანებული და საახალწლო განწყობა შემოპარული, რა გემრიელია ღია ცის ქვეშ ბანანიანი და შოკოლადიანი ბლინის ჭამა და საერთოდაც, დღეები ბედნიერი, ადგილები სამახსოვრო და საჭმელი გემრიელი ადამიანების გამოა. ადამიანების, რომლებიც გადასაგორებელ დღეებში შენთან არიან.

ეწვიეთ დედაენის ბაღს. საახალწლო განწყობა მოაქვს 😊

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s