SKYE

მე

ეგოისტური დასაწყისია, მაგრამ თითოეულ ისტორიაში ჩვენი თავისთვის მთავარი გმირები ვართ ჩვენ. და ჩვენ რომ არა, ეს ისტორიები არ იქნებოდა ისეთი განსაკუთრებული, როგორიც მაშინაა, როცა პირდაპირ და ინდივიდუალურად გვეხება ჩვენ. ჩემს სტატუსებს, რომლებიც არც ბევრია და არც ცოტა, ვერც უმნიშვნელოვანესს დავარქმევ და არც მანდამაინც უმნიშვნელოა, დაემატა კიდევ ერთი- SKYE-ს ლიდერის სტატუსი და ბევრჯერ მითქვამს, რომ ეს ერთ-ერთია რაც ჩემს ცხოვრებს ახლა ძალიან ახალისებს და ამრავალფეროვნებს.

ზოგადად, თუ განწყობა არ მაქვს, არაფრის თქმა და დაწერა არ შემიძლია. სამაგიეროდ, რაც მიყვარს იმას ყოველთვის და ყველგან ვაპიარებ 🙂 თუმცა ეს არ არის რამის პიარი. ეს პოსტი იმ ადამიანების გასაცნობადაა, ვისაც პროექტი აერთიანებს და კიდევ, მადლობაა ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოების, აქტიური და მონდომებული ბიჭებისთვის, 15-დან 21-მდე ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც ხელიდან არ გაუშვეს შანსი, მონაწილეობა მიეღოთ მართლაც უნიკალური პროექტში.

SKYE-შესაძლებლობა ჩვენთვის

თუ მოგეჩვენათ რომ პროექტის უნიკალურობა ხმამაღალი ნათქვამი იყო, ახლავე გეტყვით რა გამოარჩევს ამ პროექტს სხვებისგან. სქაი დანაშაულის პრევენციის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტია, რომელიც არ არის მხოლოდ ლიდერებისთვის, ან მხოლოდ მონაწილეებისთვის. პროექტი დიდი შესაძლებლობაა თითოეული ჩვენგანისთვის. სკოლის ასაკში მე არ მქონია შესაძლებლობა ჩემი პროექტი მქონოდა და განმეხორციელებია. უფრო დიდ ასაკშიც არავინ მესაუბრებოდა თანასწორობაზე, ინკლუზიაზე ანდა კორუფციაზე. განსაკუთრებით რეგიონებში გაცილებით ცოტა პერსპექტივა იყო. იშვიათად იგეგმებოდა რამე აქტივობა, მითუმეტეს მონაწილეობის მიღება არ იყო მარტივი. სკოლა რაა, თსუში სწავლის პერიოდშიც კი, ღონისძიების დასრულების მერე გამოქვეყნებული ფოტოებით ვგებულობდით უმრავლესობა რაღაც რომ ჩატარდა. SKYE-ს კიდევ, საქართველოს 6 ქალაქში  აქვს კლუბი შექმნილი. თბილისში, გორში, ლაგოდეხში, თელავში, რუსთავსა და ბათუმში 15-დან 21 წლამდე ახალგაზრდები იკრიბებიან, მეგობრებს იჩენენ, აზრებს ცვლიან, პროექტებს გეგმავენ და ახორციელებენ. საქართველოს 6 ქალაქში ერთდროულად 100ზე მეტი ახალგაზრდა ერთიდაიმავე სხვადასხვა საკითხზე იღებს ინფორმაციას, ერთდროულად ფიქრობს სხვადასხვა პრობლემაზე და თავად ეძებს პრობლემის გადაჭრის გზას.

გარკვეულ ასაკში წრე რომელშიც ტრიალებ, ძირითადად შენი პროფესიის ადამიანებით შემოიფარგლება, ან ადამიანებით ვისთან ურთიერთობაც საერთო ინტერესების გამო თავად გადაწყვიტე. ამ დროს კი სქაი უამრავი პროფესიის ადამიანს აერთიანებს. მარიამი-ჩემი თანალიდერი ჟურნალისტია, ნუცა ვეკუაში სწავლობს და მათემატიკა უყვარს, სანდრო პროდიუსერია და დაუსრულებლად შეუძლია გადაცემებზე საუბარი, ლაშა ქიმიკოსია და თან მუსიკა უყვარს, შენაერთებზე და ქიმიურ ცდებზე ყვება შეხვედრების დროს, ნათიას ჯერ პროფესია არ გადაუწყვეტია, გივიკო “წიგნების თაროში” მონაწილეობს (შაბათს ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ <3), დათოს ლაშქრობები უყვარს და ტურის მოწყობას გვპირდება. ერთი პროექტით ერთბაშად მომიწია სრულიად სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ურთიერთობა აუცილებლად მოიცავს მათი განსხვავებულობის, ინდივიდუალურობის მიღებასა და პატივისცემას. მარტივია თუ რთული, თითოეული შეხვედრის დღე ჩვენგან, ლიდერებისგან მოითხოვს მომზადებას, ჯგუფის წევრებთან შეწყობა-შეთანხმებას, ოქროს შუალედის დაჭერას მხიარულებასა და პრაქტიკულობას შორის. და მთავარი, მოითხოვს ვიყოთ საინტერესოები და საიმედოები მონაწილეებისთვის. ეს დიდი გამოცდაა პირადად ჩემთვის და შესაძლებლობა, საკუთარი თავი გავზარდო ამ ასაკში, ვაკეთო ახალი საქმე.

პროექტი-გარემოს დასუფთავება

მიუხედავად იმისა, ვინ როგორ აღიქვავს არაფორმალურ განათლებას, ვისთვის გართობაა ასეთი პროექტები, ან რამდენს ეტყვიან რომ მოცლია და დროს კარგავს აქეთ-იქით სიარულში, დღევანდელი დღე ბევრი შრომის შედეგი და დაგვირგვინებაა და აუცილებლად უნდა მოვყვე. იმიტომ რომ დღეს ვარ ძალიან ამაყი თითოეული მონაწილით.

ორშაბათი და ოთხშაბათი, საღამოს საათები ჩვენთვის ყველასთვის სქაის დროა. ლიდერები და მონაწილეები სკოლის, რეპეტიტორების, ლექციების, კოლოქვიუმების, სამუშაო საათების შემდეგ ვიკრიბებით ჩვენს შტაბში და მერე თამაშ-თამაშით, სიცილისა და ენერჯაიზერების თანხლებით სერიოზულ ამბებში ვერთვებით.

ერთხელაც, სერიოზულმა ამბებმა კონკრეტული სახე მიიღო და მონაწილეებმა ის საკითხები ჩამოწერეს რაც მათ გარშემო პრობლემურია და აწუხებთ. ერთ-ერთი გარემოს დაბინძურება იყო და გადავწყვიტეთ ჩვენი პირველი პროექტით სწორედ ამ პრობლემის გადაჭრა ვერ, მაგრამ შემცირება გვეცადა. ჰოდა, მერე ჩვენი შეხვედრები ცდებოდა ორშაბათს და ოთხშაბათს, ცდებოდა განსაზღვრულ ორ საათს. ჩვენ ყურადღებას ვაქცევდით და ვაკვირდებოდით თითოეულ სიტყვას რომელსაც პროექტის შედგენისას ვწერდით. მოვამზადეთ ფლიპჩარტები, გამოვიყენეთ პროექტის უნიკალურობა და გამოვიწვიეთ სხვა კლუბების წევრებიც. რაც იმას ნიშნავს რომ მხოლოდ თბილისის ერთი კონკრეტული ადგილი კი არა, კიდევ სხვა 5 ქალაქში შეარჩევენ ადგილს, სხვა ქალაქებში მიიღებენ გამოწვევას და ერთი პროექტით 6 ქალაქის ადგილი დასუფთავდება. მოდით და არ ვუწოდოთ პროექტს უნიკალური.

მაგრამ მთავარი მაინც დღევანდელი დღე იყო, იმიტომ რომ ადამიანები არ შეუშინდნენ ქარსა და ავდარს, შეცვალეს გეგმები, არ დათმეს თავისი ნაწვალები პროექტი და შეიძლება ზოგიერთი მათგანის  ცხოვრებაში პირველი სერიოზული შედეგია რაც მათ მოქმედებას მოყვა.

ახალგაზრდების ინიციატივა მოეწონა გოგა ჩანადირსაც- ფოტოგრაფსა და სამოქალაქო აქტივისტს. ის დღევანდელ აქციას შემოუერთდა.

და ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის, წინ  რამდენიმე თვე გვაქვს, უამრავი პროექტის გეგმა და აქამდე მიღებულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, პროექტის დასრულება სულაც არ გამოიწვევს ჩვენს გაჩერებას. ცალცალკე თუ ერთად, 6 თვის შემდეგ ყველა მეტად აქტიური, პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე და გამბედავი ვიქნებით მეტი ცვლილებისა თუ პოზიტიური შედეგის გამოსაწვევად.

 მაგრამ მთელ ამ ამბებში, ლიდერებთან და მონაწილეებთან ერთად უმთავრესია მადონა, გოგო რომლის გარეშეც არ იქნებოდა სქაი. მონაწილეები არ იქნებოდნენ ასე მოტივირებულები, ლიდერები არ ვიქნებოდით ამაყები ჩვენი სტატუსით და პროექტი არ იქნებოდა სიცოცხლისუნარიანი იმიტომ რომ მადონამ ჯადოქრობები იცის და თანდათან ჩვენც გვასწავლის ❤

29792092_1944933265537748_4193465298396374960_n29792013_1944932988871109_1721541390880800721_n29791699_1847988468834712_1118212150523832516_n29791420_1944933352204406_8526094287854232529_n29791274_1847988628834696_8353052009967816187_n29793776_1944932712204470_1984489533148335585_n30124206_1944932885537786_3825031820014036536_n29790779_1944933405537734_6995009879381297377_n29790623_1847988598834699_2900191765432799350_n29695430_1847988872168005_168510696262472031_n29695258_1847989062167986_328521090085726511_n29684058_1847988958834663_4720761690714877362_n29683858_1944933028871105_2390473458289897599_n29683819_1944933418871066_3898968904426766432_n29683593_1847988512168041_6138017300268493341_n29598368_1847989008834658_3675994000753030402_n29598287_1944932715537803_6700214900643063179_n29597691_1847988382168054_7758154130817251973_n29597675_1847989015501324_6785538658332459672_n29597648_1944933035537771_199079191591056526_n29597564_1944932892204452_2860644915371465633_n29597556_1944932708871137_526904636452163113_n29597304_1847988518834707_488083139072347936_n29597259_1944933128871095_2358566792792218647_n29594854_1847988662168026_2226289597352617330_n

Advertisements
This entry was posted in #SKYEაქაურობას. Bookmark the permalink.

3 Responses to SKYE

  1. oleanderi ამბობს:

    მალე (ერთ-ორ წელიწადში) თბილისთან ახლოს დასახლებაში გადავდივარ საცხოვრებლად. სულ ნახევარი საათი უნდა მაქსიმუმ თბილისიდან იქამდე ჩაღწევას. კახეთის გზატკეცილზე, რუსთავის გადასახვევთან არის. მყუდრო და წყნარი ადგილია და ერთი სული მაქვს როდის დავამთავრებ სახლს. იქაურობა და იქაურები უზომოდ მიყვარს ერთი გამონაკლისის გარდა: ყველგან ბოთლები ყრია და ხეებზეც დროშებივით გამოკიდულან პარკები. განსაკუთრებით დასახლების (სოფლის) შესასვლელში, გზის ორივე მხარეს მანქანებიდან გადმოყრილი ბოთლებითაა ყველაფერი სავსე. რომ ვუყურებ გული მისკდება. განა ყოველ დღე ამ გზით არ დადის მკვიდირ მოსახლეობა, და როგორ იტანენ ამ ნაგავს მეთქი. ამიტომაც როცა გადავალ (მანამდე მანქანასაც შევიძენ), ერთი დიდი შაბათობა უნდა მოვაწყო. იქნებ დავითანხმო ადგილობრივებიც ჩაერთონ წამოწყებაში. სიახლოვეში რამდენიმე საწარმოც არის და მათ გზაზეც აურაცხელი ნაგავი ყრია. დავითანხმებ, რამენაირად. ამას იმიტომ ვწერ, რომ იქნებ მერე აზრსაც დაგეკითხოთ და თან მიხარია, როდესაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც გული შესტკივათ გარემოზე და სხვისი დაგდებუის აღება და გადაგდება არ ეთაკილებათ. წარმატებებიიი 🙂

    Like

    • tamagii ამბობს:

      დიდი მადლობა ❤ ჩვენ წევრებს ვაჩვენე შენი კომენტარი და ძალიან გაეხარდათ ❤ მართლა ძალიან კარგი ახალგაზრდები არიან. შენ წარმატებები ❤ გაგვაგებინე სიახლეები 🙂

      Like

  2. kutukamus ამბობს:

    Good deeds always count. 🍸

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s