ილაპარაკე

ილაპარაკე!

“ეს მოხდა. მომხდარს ვერ შევცვლი და ვერც დავივიწყებ. ვერსად გავექცევი და ვერც ვერსად დავემალები; ვერც გავფრინდები და ვერც თავს დავიმარხავ. აგვისტოში ცხოვრებაში პირველად დავთვერი და გამაუპატიურეს. მეტისმეტად პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ მივმხვდარიყავი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა. მან ტკივილი მომაყენა. ეს ჩემი ბრალი არ ყოფილა! და არ ვაპირებ მას ჩემი მოკვლის უფლება მივცე. გავიზრდები!”

ილაპარაკე!

ყოველთვის იქნება ვიღაც, ვინც იტყვის რომ მოიგონე, შენ გამოიწყვიე, ნასვამი იყავი, თამამად გეცვა.

ილაპარაკე!

გეტყვიან რომ მას არასდროს დამართნია მსგავსი რამ. და არასდროს იტყვიან რომ მათ გაუმართლა. დამნაშავედ შენ გამოგიყვანენ.

ილაპარაკე!

მაშინაც კი თუ სიჩუმე გინდა. შეუძლებელია შენი დუმილის უფლება ხმისამოუღებლად დაიცვა.

ილაპარაკე!

და გამოჩნდებიან ადამიანები ვისაც იგივე გამოუვლია. ვისაც იგივე ტკივილი განუცდია. ვინც იცის რა მწარეა ტუჩზე კბენისგან პირში გაჩენილი სისხლის გემო. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გაჩვენებენ რომ სხვას შენი ესმის.

ილაპარაკე!

თუნდაც იმ წუთას არ მოყვეს შედეგი, მალე მთელი სკოლა ისაუბრებს იმ ინციდენტზე, შენმა გულწრფელობამ რომ გამოიწვია.

ილაპარაკე!

და მთელი ქვეყნიდან ადამიანები გეტყვიან რომ შენ შენი შემაძრწუნებელი ისტორიით ძალიან გავხარ გოგოებს მსოფლიოს ყველა კუთხეში. ისინი არიან ჩუმად. ისინი არ საუბრობენ. მათ შენ ჭირდები. ადამიანი, რომელიც ილაპარაკებს.

910

ბოლო პერიოდში მიყოლებით წავიკითხე წიგნები ქალებზე. “ცოცხლად დამწვარი”, “შენ წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ”, “ილაპარაკე”. ეს წიგნები და სხვებიც, ქალებზე დაწერილი ამბები- “13 მიზეზი”, “ღირსება”, “ათასი მოელვარე მზე” ძალიან ჰგავს ერთმანეთს. სხვადასხვა აღმსარებლობისა თუ ტრადიციების ქვეყნებშიც, თითქმის ერთნაირია ქალების ბედი, საფრთხე რომელიც ყველგან გელის, ერთნაირია ქალების შიშები. მსგავსია საზოგადოების დამოკიდებულება. და ჩვენ, ვინც გადავრჩით, ვინც გადავურჩით ცეცხლს, ძალადობას, სტერეოტიპულად მოაზროვნე ოჯახის წევრებს, ვისაც გაგვიმართლა ისე რომ საუბარი შეგვიძლია, უნდა ვისაუბროთ. ყველა ქალის, ყველა პატარა გოგოს, იმ ადამიანის სახელით ვინც ვერ გადარჩა.

ცხოვრებაში ერთჯერ, ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება მაია ენჯელოუ- ქალი, რომელიც განიშნებს რომ ზუსტად ახლა, ძალიან ხმამაღლა უნდა თქვა არა; ასტრიდ ლინდგრენი- რომელიც მაშინ დაინახავს შენში რამე საინტერესოს, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს; მისტერ ფრიმენი-ვინც ერთჯერადი ცხვირსახოცებით სავსე ყუთს მოგაწვდის და საჭირო დროს გკითხავს- ბევრი გადაიტანე, არა? ან გოგო, რომელსაც სულ არ ელი, მაგრამ შენი სახის ყვველა გამომეტყველება ახსოვს. გოგო, რომელმაც იცის როდის გიბრწყინდება თვალები.

მაგრამ ყველაზე მთავარი ამ ამბებში მაინც ისაა, რომ შენი ბრალი არ ყოფილა.

ტკივილი მოგაყენეს.

შენი ბრალი არ იყო!

ილაპარაკე!

ილაპარაკე!

ილაპარაკე!

 

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

4 Responses to ილაპარაკე

  1. რროგორი მაგარი გოგო ხარ და როგორ ზუსტადაა დაწერილი: “ცხოვრებაში ერთჯერ, ყველას ცხოვრებაში გამოჩნდება მაია ენჯელოუ- ქალი, რომელიც განიშნებს რომ ზუსტად ახლა, ძალიან ხმამაღლა უნდა თქვა არა; ასტრიდ ლინდგრენი- რომელიც მაშინ დაინახავს შენში რამე საინტერესოს, როცა საკუთარი თავი არ მოგწონს; მისტერ ფრიმენი-ვინც ერთჯერადი ცხვირსახოცებით სავსე ყუთს მოგაწვდის და საჭირო დროს გკითხავს- ბევრი გადაიტანე, არა? ან გოგო, რომელსაც სულ არ ელი, მაგრამ შენი სახის ყვველა გამომეტყველება ახსოვს. გოგო, რომელმაც იცის როდის გიბრწყინდება თვალები.”

    ხშიეად წიგნები ქალებზე ყოველთვის ტკივილითაა სავსე… ყოველთვის გულის მწველი და ძნელად დასავიწყებელი…ზუსტად ისეთები ბედის ირონიით, ნეკნებს რომ აგატკივებს…

    Liked by 1 person

    • tamagii ამბობს:

      ხო, რანაირი ამბებია. ტკივილით სავსე და მაინც ძლიერი ქალების ამბები. ბოლოს მაინც მხრებში რომ გაგშლის 💗

      Like

  2. oleanderi ამბობს:

    ეგ წიგნი თინეიჯერმა წავიკითხე. ორიგინალში და მახსოვს ტვინი მეღრძო ლექსიკონში ქექიალით. სპეციფიური ნაწერი იყო და ყველაფერი კონტექსტში უნდა გაგეთვალისწინებინა. მაგრამ რა შთაბეჭდილება მოახდინა! სასწაული. ისე დავიზაფრე. მანამდე მსგავსი სიმძაფრის მგონი არც არაფერი წამეკითხა. ძალიან მომეწონა და აზროვნებაც კი შემიცვალა. ❤️

    Like

    • tamagii ამბობს:

      მე ბათუმელების ნათარგმნი წავიკითხე და თანაც ახლახან. შენსავით მძაფრი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, მაგრამ ძალიან მომეწონა. და მაშინვე ორი გოგო გამახსენდა, ვისაც აუცილებლად უნდა წაეკითხა ეს წიგნი 😊 ჰოდა ერთ-ერთს ვაჩუქე კიდეც და იმედია მოს აზროვნებასაც შეცვლის 💟

      Liked by 1 person

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: კუშის ბლოგი / kushi's blog კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s