55 days of summer

მესამე თვე დაიწყო რაც ჭიათურაში ვარ. ყველაზე მეტ ადამიანთან მიწევს კონტაქტი ვიდრე ოდესმე და თავისთავად ყველანაირი ტიპის ხალხი მხვდება. ძალაუნებურად, საკუთარი თავის შეფასებასაც ვახდენ და ზოგი რამე რომ ვიცოდი, პრაქტიკაში კიდევ უფრო ცხადი გახდა.

მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი ადამიანები არ არსებობენ. ან ასე ვთქვათ-ჩემთვის ყოველმხრივ მისაღებ/მოსაწონი. აი მოვა ვინმე, გავგიჟდები ისე მომეწონება მისი აზროვნება, საუბარი. ჩავთვლი რომ ძალიან კარგი ადამიანია. მოვა მეორედ და რამე ისეთს იტყვის, გაოცებული ვრჩები. ან პირიქით, ვიფიქრებ-კარგი რა, რანაირად. შემოივლის შემდეგზე და მიხარია ისეთ თემებში დამეთანხმება.

სტერეოტიპული და სწრაფი განსჯის ბრალია.

კიდევ, სულ მეგონა მიმღებლობა დიდი მქონდა. ცალსახად მოწყვლადი ჯგუფის წევრებს არ ვერჩი. მაგრამ ძალიან ვბრაზდები ჩვენ მაღაზიაში გამოკრულ “რუსეთი ოკუპანტიას” რომ აპროტესტებენ. ასეთ დროს დიპლომატია მღალატობს.

ამ პერიოდში სხვა რამეებიც გადავაფასე. ერთი ჩატია, ნებისმიერ თემას განვიხილავთ. ისე კარგად არსად ვგრძნობ თავს. რომ დავფიქრდი მაინც რა მიყვარს ამ საუბრებში- მრავალფეროვნება და არასავალდებულოობა. სტანდარტული -როგორ ხართ? რავი ვარ რა -არასდროს იწერება. ერთნაირად ვსაუბრობთ ტრანსგენდერ მოდელზე, ჩემი და დისტრიბუტორების ურთიერთობაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრებაზე, ცხვირს რომ წავიტეხ მაგაზეც და რამე თუ მახარებს ეგეც პირველად მაგათ იციან. ხოდა ლამის ცხრა მთას და ცხრა ზღვას იქით რომ ვარ და ჩემი ყოველდღიურობა ვინმემ იცის, ჩემთვის ბევრს ნიშნავს 💙

ფბ მემორიმ ამომიგდო, 5 წლის წინ თავის გასამხნევებლად ჟღურტულა სტატუსი მეწერა: საკუთარი თავისთვის ათასი რამის დამტკიცების პერიოდი მაქვს და მომწონს ჩემი ცხოვრების ეს შემოდგომათქო.

ჯერ შემოდგომის რა გითხრათ და ეს გაზაფხული უამრავი სიახლის მომტანი იყო და ზოგი ჭირი რომ მარგებელია, მაგის დასტური. შეიძლება მომენატროს კიდეც 😀

Advertisements
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s