Enough?

-Why did you stop emailing me?

-It wasn’t enough anymore.

ზოგჯერ, ის უფრო მნიშვნელოვანია ვისაც არ ვესაუბრებით, დაბადების დღეს არ ვულოცავთ, არ ვკითხულობთ როგორ არის, არც ჩვენ ველოდებით ამ ყველაფერს და ძალიან გვიან ვხვდებით, რომ მილოცვები თუ მოკითხვები მათაც იმიტომ შეწყვიტეს რომ საკმარისი აღარ იყო.

გურამ ხეცურიანის ნახატი.

ბედნიერია? კარგად არის? თავისი ყოფით კმაყოფილია? რამდენიმე ადამიანია ვისაც წლების შემდეგ მაინც შევყურებ და ვაკვირდები, როგორ არის, ბედნიერი თუა, თუ უნათდება სახე ისე, მე რომ მახსოვს, მე რომ მინახავს, მე რომ ვიცი.

გაბლარულ, ბუნდოვან სიზმრებს შორის ზოგჯერ მესიზმრება ადამიანი, სიზმარშიც ბედნიერი ვარ და ბედნიერს მეღვიძება.

And it’s more than enough.

This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

დატოვე კომენტარი